დისერტაცია 2 - მასმედია, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება ინფორმაციულ საზოგადოებაში (საქართველოს მაგალითზე)

კვლევითი ნაშრომის აღწერა

ჩვენი დისერტაციის ძირითადი საკვლევი ობიექტია“მასმედია,
როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება ინფორმაციულ საზოგადოებაში
(საქართველოს მაგალითზე)“.
პოლიტიკური ფილოსოფიის მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანის პოლიტიკურად
აზროვნების პრინციპი, ამ თვალსაზრისით პოლიტიკურად აზროვნების ერთ - ერთი
მნიშვნელოვანი ასპექტია ხატებით და იკონური ნიშნებით აზროვნება, რომელიც ჩვენი
გამოკვლევის არსებითი ღერძია. თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც კვლევის
პროცესში თვალსაჩინო ხდება კვლევის არქიტექტონიკის კომპლექსური პრობლემის შესახებ,
რომელიც მასმედიისა და პოლიტიკური იკონოგრაფიის სისტემაში პოულობს
გამოხატულებას.
აქედან
გამომდინარე,
ერთმანეთს
უკავშირდება
მასმედიის,
ინფორმაციული საზოგადოებისა და პოლიტიკური მიზნების ცნებები, რომელებიც თავიანთ
სისტემურ ერთობლიობას პოლიტიკურ მოქმედებასა და აზროვნებაში ავლენს. პოლიტიკური
აზროვნება ყოველთვის და ყოველ წუთს მიზანზე ორიენტირებული მოქმედებაა (მაქს
ვებერი). მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური აზროვნების სპეციფიკა მოითხოვს
განსაკუთრებული ტიპის დაშვებებს. კერძოდ, ის უკავშირდება რელიგიური აზროვნების
სპეციფიკურ კომპონენტს - იკონოგრაფიულ აზროვნებას (აზროვნებას ხატებით). მაგრამ,
ჩვენი თვალსაზრისით, პოლიტიკური აზროვნებისათვის დამახასიათებელია რელიგიური
იკონოგრაფიის პოლიტიკურ იკონოგრაფიაში ტრანსფორმირება, სადაც რელიგიურ ხატს
ანაცვლებს პოლიტიკური მოვლენის ხატი. საზოგადოების კონტექსტში მედიის ტექნიკური
საშუალებებით პოლიტიკური იკონოგრაფია მასობრივად რეპროდუცირდება (ვალტერ
ბენიამინი), ამიტომ პოლიტიკური იკონოგრაფია რელიგიური იკონოგრაფიის ჩანაცვლებას
ცდილობს. ქართული საზოგადოების რელიგიურ იკონოგრაფიაზე დამყარებული
საყოველთაო დისკურსის, ნარატივისა და ამავდროლად პოლიტიკური იკონოგრაფიის
გამოყენებით, პოლიტიკოსების ხატად და მხსნელად ქცევის პრაქტიკიდან გამომდინარე,
თემა
უაღრესად აქტუალურია პოლიტიკური აზროვნებისა და პოლიტიკური
ფილოსოფიისათვის. ამასთან, ჩვენი პროექტის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა,
რომელიც პოლიტიკური აზროვნების ფენომენს უკავშირდება. სწორედ ამიტომ,
პოლიტიკური აზროვნების ფენომენური პრინციპებიდან გამომდინარე, კვლევის პროცესში
წარმოიშვა იკონოგრაფიული პრინციპებით აზროვნების შესწავლის აუცილებლობა. ამის
iii
გათვალისწინებით დისერტაციაში ერთ - ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს იკავებს
იკონოგრაფიული ანალიზის მეთოდოლოგიური აპარატის გამოყენება. მეორე კომპონენტი
არის საველე სოციოლოგიური სამუშაოები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს
შეისწავლის. ველზე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგად გამოკითხული 500
რესპოდენტიდან უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს იმ პოლიტიკურ ლიდერს, რომლის
პოლიტიკური იკონოგრაფია დაფუძნებულია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ეს იყო ფარული
ანკეტირების პრინციპი, სადაც კვლევის მიზანი იყო, თუ რამდენად მოქმედებს
იკონოგრაფიული სტრუქტურა პოლიტიკური მიზნის მიღწევაზე. ჩატარებული კვლევის
საფუძველზე გავიაზრეთ საზოგადოებისთვის სასურველი პოლიტიკური ლიდერის
იკონოგრაფიული ხატის მნიშვნელობა და როგორ მოქმედებს ის პოლიტიკური მიზნების
მიღწევის საშუალებებზე. პოლიტიკაში მთავარ პოლიტიკურ პროდუქტს წარმოადგენენ ის
პოლიტიკოსები, რომელნიც საკუთარ თავს ქმნიან კონკრეტული საზოგადოებისთვის, ხოლო
საზოგადოების მოთხოვნა პოლიტიკოსებზე მაშინ იზრდება, როდესაც იგი მათ სათანადოდ
გაიცნობს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თანამედროვე მსოფლიოში, პოლიტიკისთვის ან
პოლიტიკოსებისთვის უმნიშვნელოვანესია საკუთარი პოლიტიკური იკონოგრაფიის
შექმნა/ჩამოყალიბება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საზოგადოებაზე სასურველი
გავლენის მისაღებად გამოიყენება მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა და
საშუალება - პერსონალური, სოციალური, ვიზუალური, რიტორიკული, აუდიო,
სატელევიზიო და ა.შ. თუმცა პოლიტიკოსებისგან იკონოგრაფიული სახის შექმნის გარეშე
მათი გამოყენება არ არის შედეგის მომტანი. პოლიტიკოსების პოლიტიკური იკონოგრაფიის
ნარატივი აღწევს და ხშირ შემთხვევაში რჩება საზოგადოების მეხსიერებაში.
გარკვეულწილად, სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების გადაწყვეტილებას მხარი
დაუჭირონ იმ პოლიტიკოსს, რომელიც იმ პოლიტიკური იკონოგრაფიის გმირია, რომელიც
უკეთესად არის მორგებული ამა თუ იმ საზოგადოების ნარატივზე, საზრისსა და
საყოველთო დისკურსზე. მსგავსად მსოფლიოს სხვადასხვა ერისა და სოციუმისა,
საქართველოშიც დღესდღეობით აქტუალური თემაა პოლიტიკოსისგან პოლიტიკური ხატის
შექმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი საკვლევი თემის აქტუალობას. აქედან
გამომდინარე, ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის პროცესში, საკვლევ სუბიექტებთან
მიმართებაში სრულად იყო დაცული ეთიკური ნორმები და კვლევის პრინციპები. ამასთან
ერთად, კვლევის ეთიკა სრულიად თანხვდენილია დისერტაციის კვლევის მიზანთან.
დისერტაციას აქტუალობას სძენს ის ფაქტიც, რომ ამ მეთოდოლოგიით პოლიტიკური მიზნის
მიღწევის იკონოგრაფიული ანალიზი საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა.