დისერტაცია - მედიასაშუალებების მენეჯმენტის თავისებურებები საქართველოში

კვლევითი ნაშრომის აღწერა

XXI საუკუნეში წარმატებულად ითვლება ის კომპანია,
რომელსაც შეუძლია არა მარტო მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა
მოთხოვნილებები, არამედ თავად მიიღოს მონაწილეობა ამ მოთხოვნილებების
ფორმირებაში მაღალეფექტური ტექნოლოგიური რესურსების გამოყენების გზით.
ამჟამად წარმატებული მხოლოდ ის კომპანიაა, რომელსაც აქვს ეფექტური
მენეჯმენტი. მედიაინდუსტრიის ბაზარი, ისევე, როგორც სხვა დარგების ბაზარი,
შესაძლოა განვიხილოთ, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა
ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საქონლისა და მომსახურების
რეალიზაცია ხორციელდება. მედიასივრცეში აქტიურად განვითარებული
თანამედროვე პროცესები, მედიაინდუსტრიის სტრუქტურა და მისი
შემადგენელი ელემენტები ტერიტორიულ და პრაქტიკულ ასპექტებში
შესწავლას მოითხოვს. თანამედროვე პირობებში ძნელია დავასახელოთ ბიზნესის
მსგავსი სახეობები, რომლებიც ისეთივე განსხვავებული, დინამიკური და
პროგრესირებადია, როგორიც მედიაა. მედიაბიზნესი სულ უფრო მეტად ხდება
თითოეული ინდივიდის ცხოვრების, სოციალური თუ საზოგადოებრივი
აქტივობისა და ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობა. მიუხედავად
იმისა,
რომ მედიამენეჯმენტის ზოგადი დებულებები ფართოდ არის
წარმოდგენილი თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში, საქართველოში
მედიამენეჯმენტის თავისებურებანი ნაკლებადაა შესწავლილი და განსჯის
საგანია. დღეისათვის ქართული მედიაკომპანიების მენეჯმენტი ორი ამოცანის
წინაშე დგას. ერთი მხრივ, მაღალი კონკურენციის პირობებში მათ უნდა
უზრუნველყონ ხარისხიანი პროდუქციის (კონტენტი) მიწოდება, რაც
დაკავშირებულია მაღალ დანახარჯებთან და, ამავე დროს, ამგვარ პროდუქციაზე
საზოგადოების
ნაკლებ მოთხოვნასთან.
მეორე მხრივ, შემოსავლების
მობილიზების მიზნით, ქართული მედიაკომპანიების მენეჯმენტი იძულებულია
მომხმარებელს მიაწოდოს დაბალი ხარისხის მედიაპროდუქცია (პრიმიტიული
საპნის ოპერები და ა.შ.), რომელიც უარყოფითად მოქმედებს კომპანიის იმიჯზე,
თუმცა მისთვის ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია. ის, რომ თანამედროვე
3
მედიაბაზარზე CNN, BBC და სხვა არსებული მედიაკომპანიები დღეს
წარმატებულად ითვლებიან, მათი მენეჯმენტისა და ხარისხიანი პროდუქტის
(კონტენტის) დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია
შემეცნებითი ხასიათის გადაცემების შექმნა, ვიდრე იაფფასიანი საპნის ოპერებით
საეთერო ბადის დატვირთვა. დღეისათვის
მსოფლიოს წამყვანი
მედიაკომპანიებისგან განსხვავებით, ქართული მედიასაშუალებები ძირითადად
ადგილობრივ ბაზარს ეყრდნობიან, თუმცა მედიაბიზნესში ონლაინ საქმიანობის
პრინციპების აქტიური გამოყენება ქართულ მედიაკომპანიებსაც აიძულებს
აქცენტი გადაიტანონ არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ იზრუნონ
საერთაშორისო მედიაკომპანიებთან კონკურენციაზე.
გამომდინარე,
ცხადია,
რომ
არსებული
ზემოაღნიშნულიდან
ტენდენცია
ქართული
მედიაკომპანიებისათვის იწვევს მმართველობითი მოდელებისა და პრაქტიკის
მნიშვნელოვან ცვლილებას. ინდუსტრიის კონსოლიდაცია, ვერტიკალური
ინტეგრაცია, უფრო ზუსტი სეგმენტირება და ფასწარმოქმნა, ასევე მკვეთრი
კონკურენციის პირობებში წარმატების მიღწევა განიხილება მედიაკომპანიის
მენეჯმენტის ძირითად ამოცანად. თანამედროვე ეტაპზე საბაზრო ეკონომიკაში
წარმატებული ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მედიაბაზრის
განვითარება.
საქართველოც
თავიდანვე
ცდილობდა მედიაბიზნესის
განვითარების პროცესს არ ჩამორჩენოდა, თუმცა ეს შეინიშნებოდა მხოლოდ
მსოფლიოში მედიაბიზნესის აღმოცენების საწყის ეტაპზე.
შესაბამისად,
დღეისათვის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე
მოთხოვნებიდან გამომდინარე, გააქტიურდა მედიაბიზნესის განვითარების
საკითხი, რაც, თავის მხრივ, წარმოუდგენელია ეფექტიანი მედიამენეჯმენტის
არსებობის გარეშე, ამიტომ მედიაბიზნესის მართვის პროცესში არსებული
პრობლემების ანალიზი, სწორი ორიენტირების დასახვა ქართული მედიის
ეფექტიანი მუშაობის ძირითადი მიმართულებაა და გვევლინება სამეცნიერო
კვლევის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად.